მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალეკსანდრ ჩეფერინი რუსების მიმართ გარკვეულ ცვლილებებზე ფიქრობს

ალეკსანდრ ჩეფერინი რუსებზე

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა რუსეთის კლუბებისა და ნაკრებების დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა. როგორც სლოვენიელმა ფუნქციონერმა აღნიშნა ის უეფას ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე რუსული კლუბებისა და ნაკრებების დაშვებას მანამ არ აპირებს, სანამ უკრაინასთან არსებული საომარი სიტუაცია არ მოგვარდება, თუმცა გარკვეულ ცვლილებებზე ფიქრობს.

ჩეფერინს ზუსტად არ უთქვამს თუ რა ცვლილებებზეა საუბარი, თუმცა მისი სურვილია რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შეზღუდვები შეუმსუბუქოს, რათა დასავლეთის მიმართ რუს ბავშვებს ზიზღი და სიძულვილი არ გაუჩნდეთ. უეფას პრეზიდენტის განცხადებით რუსი ახალგაზრდა ფეხბურთელები არ იმსახურებენ სასჯელს იმის გამო, რაშიც მათ ბრალეულობა არ მიუძღვით.

შეგახსენებთ, რომ უეფამ რუსული კლუბები და ნაკრებები საკუთარი ტურნირებიდან 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოკვეთა. 2023 წლის სექტემბერში უეფამ გადაწყვიტა რუსი 17-წლამდელი ახალგაზრდებისთვის დისკვალიფიკაცია მოეხსნა, თუმცა სხვადასხვა ევროპული ქვეყნებისგან გადაწყვეტილების გაკრიტიკების შემდეგ უეფას უკან დახევა მოუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები