მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს - "კიოლნი" ფეხბურთელში €5.5 მილიონს იხდის

ლუკა ლოჩოშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ქართული სპორტული გამოცემა Geo Team ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ლოჩოშვილი წარმომადგენლებთან ერთად უკვე გერმანიაში იმყოფება, სადაც დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ ის „კიოლნთან“ ოფიციალურად გააფორმებს ხელშეკრულებას.

Geo Team-ის ინფორმაციით, ტრანსფერის სანაცვლოდ „კიოლნი“ „ნიურნბერგს“ 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება, სავარაუდოდ, სამედიცინო შემოწმებისა და კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები