მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა რუსეთის მიერ განადგურებული ენერგოსისტემის აღდგენას განაგრძობს

svr

უკრაინელმა ენერგეტიკოსებმა რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული 9 გიგავატზე მეტი სიმძლავრიდან 4 გიგავატის აღდგენა შეძლეს. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, თბოელექტროსადგურების ხელმისაწვდომი სიმძლავრის 85%, ხოლო ჰიდროელექტროსადგურების 66% ექსპლუატაციაში დაბრუნდა. ამასთან, აღდგენილია სისტემის ტრანსფორმატორული აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

2025 წელს განხორციელებული გეგმური რემონტების ჯამურმა მოცულობამ 11.8 გიგავატი შეადგინა. პარალელურად, ქვეყანა დეცენტრალიზებული გენერაციის განვითარებას აქტიურად განაგრძობს.

გასული წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრის საერთო ნამატმა 642.8 მეგავატი შეადგინა, რაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დამატებით გარანტიებს უქმნის.

განსაკუთრებული პროგრესი ენერგიის შესანახი სისტემების მიმართულებით დაფიქსირდა, სადაც 508 მეგავატის მოცულობის ახალი დანადგარები დამონტაჟდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2024-2025 წლების სეზონთან შედარებით 254-ჯერ არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები