მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Follow the Money-მ რუსეთთან დაკავშირებული ევროპული კლუბები გამოავლინა

რუსეთი სატრანსფერო ბანი

ნიდერლანდურმა პლატფორმამ Follow the Money-მ საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ რამდენიმე ევროპულმა კლუბმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იგნორირება გაუკეთა და დიდ რისკზე წავიდა. იგულისხმება შეთანხმებები ისეთ გუნდებთან, რომლებიც რუსულ სახელმწიფო ბანკებს, ნავთობკომპანიებს, მილიონერებს, ოლიგარქებს და თვით ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვსაც ეკუთვნის.

ევროკავშირის მიერ დაწესებული ფინანსური შეზღუდვების მიუხედავად, სულ 28 ევროპულმა კლუბმა რუსეთთან 30 სატრანსფერო გარიგება განახორციელა. 30-იდან 18 კი რუსეთიდან ევროპაში გადაბარგებას უკავშირდება, რა დროსაც ჯამურმა თანხამ 66 მილიონი დოლარი შეადგინა. კლუბების დასახელებისგან გამოცემა თავს იკავებს.

რუსეთიდან ევროპაში წასულ ფეხბურთელებს შორის კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვიც არის, რომელიც მოსკოვის “დინამოდან” ტურინის “ტორინოში” 2,75 მილიონ ევროდ გადავიდა.

ცნობისთვის, სანქციების თანახმად, აკრძალულია ბიზნესურთიერთობის წარმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირებსა თუ ორგანიზაციებთან, ასევე - ნებისმიერი რუსული ორგანიზაციისთვის 100 ათას დოლარზე მეტი თანხის როგორც გადარიცხვა, ასევე იქიდან მიღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები