მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უეფაში" რუსი 17-წლამდელების საერთაშორისო ტურნირებში დაშვების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ

უეფა რუსეთი

უეფას მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, საერთაშორისო ტურნირებზე რუსი 17-წლამდელების დაშვებასთან დაკავშირებით დიდი კრიტიკა და უკმაყოფილება გამოიწვია. ძალიან ბევრ ევროპულ ასოციაციას ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურებიც არ მოეწონათ.

შესაბამისად, უეფამ შესაძლოა გადაწყვეტილება შეცვალოს და ახალგაზრდა რუსები კვლავ საერთაშორისო ტურნირების მიღმა დატოვოს.

როგორც გამოცემა The Indepedient წერს, უეფას პრეზიდენტმა ალეკსადნრ ჩეფერინმა აღნიშნული საკითხი ორგანიზაციის მომავალ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ისე შეიტანა, რომ სხვა წევრებს აზრი არ შეეკითხა.

შეგახსენებთ, რომ უეფაში 26 სექტემბერს გადაწყვიტეს, რომ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაეშვათ. 2022 წელს კი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფიფამ და უეფამ რუსეთის ყველა ნაკრები და კლუბი ევროპულ ტურნირებს ჩამოაშორა.
ამ გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ, მასთან ერთად კი ინგლისმა, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, შვედეთმა და დანიამ, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსებთან თამაშს არ აპირებდნენ.

უეფას მომავალი სხდომა 10 ოქტომბერსაა დაგეგმილი, სადაც აღნიშნული საკითხი აუცილებლად განხილული იქნება და დიდია იმის ალბათობა, რომ ბოიკოტირების პროცესის გაგრძელების შიშით ალეკსანდრ ჩეფერინმა ეს გადაწყვეტილება გააუქმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები