მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისში პოლიეთილენის ერთჯერადი დანა-ჩანგლების, თეფშების და ჭიქების გამოყენების აკრძალვა იგეგმება

6129dec4172c3
თამთა ჯიჯავაძე
28.08.21 11:25
875
ინგლისის მთავრობა პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგლების, კოვზების, თეფშებისა და ჭიქების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, ეს ნაბიჯი გარემოს დაბინძურების შემცირებას შეუწყობს ხელს, ვინაიდან პოლიეთილენის ნარჩენის დიდი ნაწილი, როგორც წესი, ოკეანეებში ხვდება.

აღნიშნულ გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციები შემოდგომაზე დაიწყება. მთავრობა არ გამორიცხავს, რომ აკრძალვა სხვა პოლიეთილენის ნაწარმსაც შეეხოს.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ინგლისში თითოეული მოქალაქე ყოველწლიურად, საშუალოდ, 18 ერთჯერად პლასტმასის თეფშს და 37 დანა-ჩანგალსა და კოვზს იყენებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები