მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისური დაწყებითზე უკეთ იცის მოსახლეობის 26%-მა, რუსული 61%-მა - NDI

6324918f1e10a
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.22 23:35
623
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში NDI-იმ მოქალაქეებს მათი უცხო ენების ცოდნის შესახებ ჰკითხა. ამ კითხვაზე პასუხიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის 26% მიიჩნევს, რომ მან ინგლისური ენა დაწყებით დონეზე უკეთ იცის, კერძოდ 17% აღნიშნავს, რომ მან ინგლისური საშუალოდ იცის, 9% კი ამბობს, რომ მან ინგლისური კარგად იცის. დაწყებით დონეზე ინგლისური ენა მოსახლეობის 16%-მა იცის. 

მოსახლეობის 55% აცხადებს, რომ მას ინგლისური ენის საწყისი ცოდნა არ გააჩნია. 

რაც შეეხება რუსულ ენას, მოსახლეობის 61% აღნიშნავს, რომ ამ ენას დაწყებით დონეზე უკეთ ფლობს, კერძოდ 42% ამბობს, რომ რუსული საშუალოდ იცის, 19% კი აცხადებს, რომ რუსული კარგად იცის. დაწყებით დონეზე რუსულს ცოდნა აქვს მოსახლეობსი 23%-ს, ხოლო 15% კი აცხადებს, რომ ამ ენის საწყისი ცოდნა არ აქვს. 

No description available.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები