მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისური პრემიერ ლიგის 6-მილიარდიან მედია უფლებებზე აუქციონი მალე დაიწყება

ინგლისის პრემიერ ლიგა

მსოფლიოში უძლიერესი საფეხბურთო ლიგის, ინგლისური პრემიერ ლიგის მედია კონტრაქტები ძალაში 2024/25 წლებამდეა, შესაბამისად ორგანიზაციამ მომდევნო გარიგებებზე საუბრები უკვე დაიწყო.

შიდა სამაუწყებლო უფლებებზე შეთავაზების ფარგლებში ინგლისელები კომპანიებს ხუთ სხვადასხვა პაკეტს სთავაზობენ, რომელიც 270 თამაშზე ანუ 4 წელიწადზე იქნება გათვლილი.
სატენდერო პროცესი კი სულაც არ ნიშნავს, რომ ხუთი განსხვავებული მაუწყებელი შეიძენს ხელმისაწვდომ პაკეტებს, რომელშიც 42-იდან 65 მატჩამდე გაშუქების შესაძლებლობა იქნება. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური პაკეტების რაოდენობა, რომლის შეძენაც თითო კომპანიას შეეძლება ოთხით იქნება განსაზღვრული.

ამჟამად პრემიერ ლიგასთან ჯამში 2 მილიარდიანი ღირებულების კონტრაქტი გაფორმებული აქვთ: Sky Sport-ს, TNT Sports-ს და Amazon Prime Video-ს. ორგანიზაციის მიზანია ახალი კონტრაქტის გაფორმებიდან უახლოეს სამ წელიწადში თანხა 6 მილიარდამდე გაზარდონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები