მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Inn Group-ი საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს სასტუმროში განთავსებას უსასყიდლოდ სთავაზობს

6217d9e54349c
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.22 00:10
1348
სასტუმროების მმართველი კომპანია „ინნ ჯგუფი“ უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს სასტუმროში განთავსებას უსასყიდლოდ სთავაზობს.

"ინნ ჯგუფი" მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ სოლოდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს.

საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს კი სრულიად უსასყიდლოდ, სასტუმროში განთავსებას ვთავაზობთ.

"ინნ ჯგუფის" გუნდი უკრაინას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობას უსურვებს“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები