მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში გადამზადების პროგრამა

BM.GE
30.10.19 11:15
845
საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში გადამზადების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში გადამზადებული ბენეფიციარები, ტექ-სტარტაპებს შექმნიან და ტურისტული ადგილებს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ექსპონატებს გააციფრულებენ. ამავე პროგრამის ფარგლებში, უნდა შეიქმნას ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ყველა რეგიონალური მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება და მათ უსასყიდლოდ სტრატაპის შექმნისთვის საჭირო მოდულებს შეასწავლის. პროგრამას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები