მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციური პროექტის უპრეცედენტო შეთავაზება - "ტრიო ჯგუფი" აქციას აანონსებს

trio group
19.06.24 18:57
894

ქართულ სამშენებლო სექტორში გამორჩეულ დეველოპერულ კომპანიატრიო ჯგუფსმომავალი მობინადრეებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს - კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ბინის ღირებულების მხოლოდ 30% პროექტის მშენებლობის დასრულებამდე დაფარონ.

ქსკლუზიური შეთავაზება ლიმიტირებული დროით იმოქმედებს.

უნიკალური შეთავაზება კომპანიის ინოვაციური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის -ლისი ტრიოს” - მომავალ მობინადრეებზე გავრცელდება, რომლებიც, გადახდის მოქნილ პირობებთან ერთად, მაქსიმალურად კომფორტულ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში აშენებულ, აბსოლუტურად უსაფრთხო საცხოვრებელ ბინას მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომტრიო ჯგუფიქართულ დეველოპერულ სივრცეში სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და საკუთარი პორტფოლიო უკვე გაამდიდრა დედაქალაქში, რეკრეაციულ ზონასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, განხორციელებული პროექტით.

კომპანიის მიმდინარე პროექტებისა და შეთავაზებების შესახებტრიო ჯგუფისმარკეტინგისა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარიამ ხუციშვილს ვესაუბრეთ.

ტრიო ჯგუფიქართულ დეველოპერულ ბაზარზე შედარებით ახალი კომპანიაა და, დარწმუნებული ვარ, თავადაც გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანია მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურადაა მორგებული. რას სთავაზობსტრიო ჯგუფიდა მისი სამარკო პროექტილისი ტრიომომავალ მობინადრეებს?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომლისი ტრიომომავალ მობინადრეებს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს: ისარგებლეთ გადახდის მორგებული პირობით, გაანაწილეთ ბინის ღირებულების 30% 32 თვეზე, შიდა უპროცენტო განვადებით, ბინის ღირებულების 70%-ის დაფარვას კი პროექტის დასრულების შემდეგ შეძლებთ.

გარდა ამისა, ჩვენი პროექტის დაწყებისთანავე ჩვენი გუნდის მთავარი ორიენტირი ხარისხი, მაქსიმალური კომფორტის ერთ სივრცეში მოქცევა და ეკომეგობრული ინვესტიცია იყო. ამიტომ, პირველ რიგში, შევარჩიეთ მშენებლობისთვის ოპტიმალური, გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილი, რომელიც ურბანული ცხოვრებისა და ეკოლოგიური გარემოს სინთეზის საშუალებას მოგვცემდა.

დავიწყეთ პარტნიორობა სამშენებლო მასალების მწარმოებელ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც მშენებლობის ყველა ეტაპზე მაღალხარისხიან მასალებს მოგვაწვდიან. მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი და მყუდრო გარემოს შესაქმნელად კი უკვე ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ყველაზე ცნობილ კომპანიებსა და TOP ბრენდებთან, რომელთა განთავსება ჩვენს ტერიტორიაზე მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.

რა იყოტრიო ჯგუფისმთავარი მიზანი დეველოპერულ ბაზარზე შემოსვლისას და როგორ ახერხებს კომპანია ამ პრიორიტეტების შენარჩუნებას?

გუნდის მთავარი მიზანია ურბანული ცხოვრებისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შერწყმა. ამიტომ, საწყის ეტაპზევე გუნდმა თავისი პროექტებისთვის შეარჩია ადგილი, რომელიც ქალაქის ცენტრთან და, ამავდროულად, რეკრეაციულ ზონასთან მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა.

ამასთანავე, უნდა აღვნიშნო, რომ მობინადრეების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ, “ტრიო ჯგუფისამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მშენებლობისთვის ოპტიმალურ ნაკვეთს არჩევს. “ლისი ტრიოსტერიტორიაც ქალაქის წამყვანმა გეოლოგიურმა გუნდმა შეისწავლა, რათა თავიდან აგვეცილებინა მეწყერსაშიში და სეისმურად აქტიური ზონები. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეირჩა, უსაფრთხო ნაკვეთი, გარანტირებული პანორამული ხედებით ქალაქზე. პროექტის მშენებლობაში ინდუსტრიის წამყვანი მოთამაშეების ჩართვამ შესაძლებლობა მოგვცა, პროექტი მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით იქნეს აშენებული და პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ისეთი ეკომეგობრული მიდგომები, როგორიცაა ხმის და თბოიზოლაცია, ასევე ენერგოეფექტიანობა.

გარდა ამისა, მობინადრეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჩვენს საცხოვრებელ სივრცეებში იქნება 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვა და უსაფრთხოების უახლესი სისტემები, რაც ტერიტორიაზე უცხო პირების გადაადგილებას მინიმუმამდე შეამცირებს. დამატებით, უსაფრთხოებას შენობაში დამონტაჟებული "სპრინკლერის" სისტემა უზრუნველყოფს.

როგორც ვიცით ლისი ტრიოს პროექტი 2023 წელს დაანონსებული 10 საუკეთესო დეველოპერულ პროექტს შორის დასახელდა - მოგვიყევით, რა გამოარჩევს მას სხვა საცხოვრებელი კომპლექსებისგან?

ლისი ტრიოინოვაციური მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოს შექმნის. მშენებლობა ლისის ტბიდან 3 წუთში, ამაშუკელის 5 ნომერში მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება, მიწისქვეშა ორი სართულით და 200-ზე მეტი საპარკინგე ადგილით. მიწისზედა ორი სართული კი სავაჭრო ცენტრს დაეთმობა, სადაც მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად ჰიპერმარკეტები, საკვები და გასართობი ზონები განთავსდება. სამი სართული საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო მეხუთედან მეთხუთმეტე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ბინებია დაპროექტებული.

გარდა ამისა, კომპლექსში მობინადრეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად გათვალისწინებულია სამი სახეობის: ზღვის, მარილის და ფინური სპა-ცენტრი, 25-მეტრიანი ღია აუზი და სავარჯიშო დარბაზი. ასევე, მოეწყობა სასტუმროს ტიპის ლობი, სამუშაო სივრცეები, დასაქმებული ადამიანებისთვის კომფორტული და საქმიანი გარემოს შესაქმნელად. ღია და დახურული ზონები ბავშვებისათვის, კერძო საბავშვო ბაღი, რეკრეაციული ზონები და ველობილიკებიმთლიანობაში, შეიძლება ითქვას, ეს მინი-ქალაქს უფრო ჰგავს, ვიდრე უბრალო საცხოვრებელ კომპლექსს.

$35 მილიონის საინვესტიციო ღირებულების პროექტის მშენებლობა 2026 წლის გაზაფხულზე დასრულდება და ჩაბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით.

ვისთვის არის გათვლილილისი ტრიოსპროექტი?

როგორც აღვნიშნეთ, „ლისი ტრიოსმულტიფუნქციურობა მობინადრეებს თანამედროვე აქტიური ცხოვრების პირობებში განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის და ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს. კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება როგორც მცირე საცხოვრებელი ფართები, ისე დიდ ოჯახებზე გათვლილი ბინები, ამიტომ პროექტის მრავალფეროვნება ყველა ტიპისა და ინტერესის მქონე მომხმარებელს დააკმაყოფილებს.

პროექტის უპირატესობა მისი უნიკალური მდებარეობაა, დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვე და, ამავე დროს, გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა გარემო. დამატებით კომფორტსა და ჰარმონიას კი ქალაქზე გასაოცარი, პანორამული ხედები ქმნის. გარდა ამისა, პროექტის დამუშავების მომენტში მიწის ნაკვეთის კონფიგურაციამ საშუალება მოგვცა, გაგვეთვალისწინებინა ინსოლაციის ფაქტორი, რომელიც მზის სხივების ყველა ბინაში შეღწევას მოიაზრებს. როგორც იცით, კომპლექსში დამატებითი რეკრეაციული ზონებია დაპროექტებული, რაც გულისხმობს სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების დარგვას. პროექტის შიგნით რეკრეაციული ზონების ჯამური ფართობი 3000 კვ. მეტრს შეადგენს.

რა არისტრიო ჯგუფისსამომავლო გეგმები? ხომ არ იგეგმება პროექტების ქალაქგარეთ გატანა და იქ განხორციელება?

ტრიო ჯგუფისსამომავლო გეგმები საკმაოდ დატვირთულია და მიზნად ისახავს როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების ურბანულ განვითარებას. თბილისში ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესებს სამ ობიექტზე აქტიურად ვახორციელებთ.

გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს პროექტების დამუშავება ქალაქგარეთ ორ სხვადასხვა ლოკაციაზე. სულ მალე დაანონსდება ახალი შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც ასევე გაიზიარებს ყველა იმ ღირებულებას, რომლის მიხედვითაც შენდებალისი ტრიო“.

ცნობისთვის, „ტრიო ჯგუფისპორტფელს ასევე მიეკუთვნება თბილისში, საირმის ქუჩის, ოქროყანისა და ყაზბეგის გამზირზე მაღალსართულიანი, უკვე დასრულებული ნაგებობები.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები