მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ორმა კომპანიამ მიიღო

სტარტაპები

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აღნიშნული სტატუსი კიდევ 2 სტარტაპს მიენიჭა.

კერძოდ, მთავრობის 701 და 702-ე განკარგულებებით ინოვაციური სტარტაპის სტატუსი შპს ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯიამ და არგონავტმა 1 წლის ვადით მიიღეს.

ამ დრომდე ქვეყანაში ამ სტატუსით 11 კომპანია სარგებლობდა „ამბლიფლაი“, Retain, AI Solutions, Helio AI, „ვაიზპეი“, კურსი.ჯი, „სმართერ ფარმი“, „მედიმაინდი“, „ჰერიო სოლუშენსი“, „ედვაიზო სოლუშენსი“ და „ვენროლი ფლობდნენ“.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, „ფორმა ტექნოლოჯის ჯორჯია“ 2025 წლის ივნისში რეგისტრირებული კომპანიაა. მის 33-34-33%-იან წილებს გიორგი ვადაჭკორია, ირინე ცაგარეიშვილი და ედუარს მსტოიანი მართავენ.

შპს „არგონავტის კვლევითი ტექნოლოგიები“ 2025 წლის თებერვალში რეგისტრირებული კომპანიაა. მის წილებს შპს გორბი ევრაზია (73%), გიორგი წიწილაშვილი (15%) და ანა ლორთქიფანიზე (12%) ფლობენ.

ცნობისთვის, 2025 წელს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ინოვაციური სტარტაპების იურიდიული სტატუსი განისაზღვრა. იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სტატუსს მიიღებენ 10,000 ლარამდე გაცემულ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება გაუუქმდებათ.

ამ საგადასახადო შეღავათის მისაღებად შესაბამისი იურიდიული სტატუსის მინიჭება შესაძლებელი იქნება სამ კატეგორიაში:

  • ინოვაციური სტარტაპი;
  • ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია;
  • კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია

ამასთან, 2025 წლის დასაწყისში მთავრობამ ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა 5-წლიანია და მისი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნესიდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობაა.

ცნობისთვის, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოლოდინით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის წელს შეიძლება 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღოს. ავთანდილ კასრაძის განმარტებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართული კომპანიების გლობალურ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები