მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Inside Out 2 მიმდინარე წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

Inside Out 2

Disney-ისა და Pixar-ის კოლაბორაციით შექმნილი ახალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, Inside Out 2-ის გლობალური შემოსავალი სწრაფად იზრდება, რითაც ის ე.წ. “მილიარდიან კლუბში” მოხვდა.

გასული კვირის ბოლოს მონაცემებით, ანიმაციურმა ფილმმა მსოფლიოს გარშემო $1.014 მილიარდის შემოსავალი დააგენერირა, რითაც 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სიმბოლური ტიტული მიიღო. ამასთან, Inside Out 2 პირველი ფილმი გახდა Warner Bros-ისა და Mattel-ის კოლაბორაციით შექმნილი Barbie-ს შემდეგ, რომელიც მილიარდიან ნიშნულს გადასცდა.

თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა უშუალოდ თანხა, არამედ დრო, რომელიც ამ კომპანიას ამ თანხის მისაღებად დასჭირდა, რადგან Inside Out 2 ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ანიმაციური ფილმი გახდა. თავად ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Disney-ისა და Pixar-ისთვის, რომელსაც პანდემიის შემდეგ არც თუ ისე კარგი დრო დაუდგა. საქმე ისაა, რომ კინოთეატრების მასობრივი დახურვის ფონზე, Disney-მ საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმა აამოქმედა და ბევრი ფილმის პრემიერა სწორედ იქ შედგა. შედეგად, მაქსიმალური შედეგი, რომელიც Pixar-ისა და Walt Disney Animation-ის ანიმაციურ ფილმს 2019 წლის შემდეგ დაუფიქსირებია, სულ რაღაც $480 მილიონი იყო.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული Disney-ი, რომლის პორტფელში ვხედავთ, როგორც ფილმების მწარმოებელ სტუდიებს, ასევე ტელევიზიებს, გასართობ პარკებს და არაერთ ყველასთვის საყვარელ პერსონაჟს, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $181 მილიარდს აღემატება. წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციები დაახლოებით 10%-ითაა გაძვირებული, მაგრამ ხუთწლიან პერიოდში, აქციის ღირებულება 30%-ითაა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები