პრემიერიდან 6 კვირის შემდეგ, Inside Out 2 ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა. 2015 წელს გამოსული ანიმაციის მეორე ნაწილმა ბილეთების გაყიდვებიდან $1.46 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რითაც მანამდე არსებულ რეკორდს გადაუსწრო.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციის ტიტულს 2019 წლიდან Frozen 2 იკავებდა, რომლის შემოსავალიც ჯამში $1.45 მილიარდს უტოლდება.
Inside Out 2-სთვის კი ეს შემოსავალი მხოლოდ დასაწყისია, რადგან ანიმაციას საერთაშორისო ბაზარი სრულად ჯერ არ აუთვისებია - ფილმის პრემიერა იაპონიაში 1 აგვისტოს შედგება.
აღსანიშნავია, რომ ანიმაციურმა ფილმმა შემოსავლებით გასული წლის ჰიტს, Barbie-საც გადაუსწრო, რომელმაც ასევე $1.45 მილიარდი მიიღო.
ჯამში, ბილეთების გაყიდვებით Inside Out 2-მა აშშ-დან $601 მილიონის შემოსავალი მიიღო, $861 მილიონი კი სხვა ქვეყნებიდან, საიდანაც $61 მილიონი დიდი ბრიტანეთის ბაზრიდან მოდის. ფილმის ბიუჯეტი, მარკეტინგული ხარჯების გარდა, $200 მილიონი იყო.
ამჟამად, Inside Out არა მხოლოდ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციაა, არამედ რიგით მე-13 ყველაზე წარმატებული ფილმიცაა. ამ სიაში პირველ ადგილს “ავატარი” იკავებს, რომლის შემოსავალმაც $2.9 მილიარდს მიაღწია.
TOP 10 ანიმაციური ფილმი შემოსავლების მიხედვით:
- Inside Out 2 (2024) - $1.46bn
- Frozen II (2019) - $1.45bn
- The Super Mario Bros. Movie (2023) - $1.36bn
- Frozen (2013) - $1.27bn
- Incredibles 2 (2018) - $1.24bn
- Minions (2015) - $1.16bn
- Toy Story 4 (2019) - $1.072bn
- Toy Story 3 (2010) - $1.068bn
- Despicable Me 3 (2017) - $1.032bn
- Finding Dory (2016) - $1.025bn