მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინსორსის” მენეჯერი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მცოდნე საქართველოში ძალიან ცოტაა

5f684c9ce433d
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 22:45
1407

“ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მცოდნე საქართველოში ძალიან ცოტაა, თუმცა მათზე მოთხოვნა მაღალია.” - ამის შესახებ საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია “ინსორსის” მენეჯერმა მედეა ტაბატაძემ “საქმიან დილაში” მოთხოვნად პროფესიებზე საუბრისას აღნიშნა. 



როგორც მედეა ტაბატაძე განმარტავს, “ინსორსის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველთვიურად ყოველი მესამე ვაკანსია არის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროდან.


“აღსანიშნავია ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორიც არის, აპლიკაციები და პლატფორმული აპლიკაციები, ასევე დინამიური ვებგვერდები, მაგალითად რაც მობაილბანკს ან ელექტრონული კომერციის პლატფორმას სჭირდება, ამ ტექნოლოგიების მცოდნე საქართველოში ძალიან ცოტაა.


მათი საშუალო ასაკი შედარებით ახალგაზრდაა და ტალანტების ბაზარზე პროცენტული წილიც შედარებით მცირეა. საშუალო გამოცდილება სამ წელს არ აღემატება. მათზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და ჩვენ გამოკითხვაში ისიც დაფიქსირდა, რომ ერთი ადამიანი კვარტალის განმავლობაში საშუალოდ 3-4 შეთავაზებას იღებს. 

არსებობს რამდენიმე კომპანია ვინც ტალანტების გადამზადებაში და ცოდნის შექმნაში იღებს მონაწილეობას. იქმნება ტრენინგ ცენტრები, თუმცა ამ პროცესს სისტემურობა აკლია. მოთხოვნა ძალიან მაღალია ყოველთვიურად” - განმარტა ტაბატაძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები