Instagram-ის გენერალური დირექტორის ადამ მოსერის განკარგულებით, ყველა თანამშრომელს კვირაში 5 დღის გატარება ოფისში ფიზიკურად მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმი Instagram-ში დასრულებულია.
როგორც მოსერი განმარტავს, ონლაინ შეხვედრებით, ელექტრონული ფოსტით და მესიჯებით წარმატებული პლატფორმის შექმნა შეუძლებელია, ამიტომ ოფისიდან უნდა იმუშაოს.
აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრებას იზიარებს Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგიც, რომელიც ციფრული სამყაროს - მეტავერსის შექმნას ცდილობს. ცუკერბერგის თქმით, ფიზიკური სივრცის ალტერნატივა არ არსებობს და კრეატიული იდეების შექმნა დისტანციურად საკმაოდ რთულია.




























