მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინსტიტუტი, რომელიც ბაქტერიოფაგების ყველაზე მრავალფეროვანი კოლექციით გამოირჩევა

BM.GE
23.03.21 09:26
560
თანამედროვე სამყაროში ფაგოთერაპია დღითიდღე უდიდეს მნიშვნელობას იძენს, რადგან ანტიბიოტიკური რეზისტენტობა როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში მატულობს და ეს მსოფლიო პრობლემაა. იმ ფონზე, როცა ანტიბიოტიკების მოქმედება მცირდება, ფაგი ერთერთი საშუალებაა, რომელიც ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც ბაქტერიოფაგების ყველაზე მრავალფეროვანი კოლექციით გამოირჩევა. ინსტიტუტის ლაბორატორია პაციენტის კლინიკური მასალის მიღების შემდეგ, კონკრეტული ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის იდენტიფიცირებას ახდენს, შემდეგ ხდება ჯერ სერიული ფაგების მოქმედების შემოწმება,რეზისტენტობის შემთხვევაში კი ინდივიდუალური ფაგური პრეპარატების მომზადება.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს 6 სახეობის უკვე მზა, სერიული ფაგური პრეპარატი აქვს. თუკი აღნიშნული 6 პრეპარატი ბაქტერიულ გამომწვევზე არ იმოქმედებს, ინსტიტუტის ლაბორატორია სპეციფიური ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის წინააღმდეგ ახალ, ინდივიდუალურ ფაგს ქმნის. გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში 6000-მდე ფაგური შტამი ინახება, რაც საშუალებას იძლევა, ინდივიდუალური ფაგები სწრაფად მომზადდეს, რომელთა მოქმედებაც ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის მიმართ 96%-ია.
 

  


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები