მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Intel-ი ილონ მასკის პროექტ Terafab-ს უერთდება

Intel

ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია Intel-ი ილონ მასკის მასშტაბურ პროექტ Terafab-ს შეუერთდება. საუბარია წამოწყებაზე, რომლი ფარგლებშიც SpaceX-თან და Tesla-სთან ერთად Intel-ი ხელოვნური ინტელექტის ახალ პროცესორებს შექმნის. აღნიშნული ჩიპები მასკის რობოტიკის პროექტებისა და მონაცემთა ცენტრების სიმძლავრეების უზრუნველსაყოფად დამზადდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარტნიორობის მიზანია წელიწადში 1 ტერავატი გამოთვლითი სიმძლავრის წარმოება, რაც AI-სა და რობოტექნიკის სფეროში მნიშვნელოვან გარღვევას ჩაუყრის საფუძველს.

პროექტის ფარგლებში, ოსტინში ორი ქარხანა აშენდება. ერთი ობიექტი უშუალოდ ელექტრომობილებისა და ჰუმანოიდი რობოტების ჩიპებზე იქნება ორიენტირებული, მეორე კი კოსმოსური AI მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილ პროცესორებს გამოუშვებს.

Intel-ისთვის, რომელიც აქამდე AI რბოლაში კონკურენტებს ჩამორჩებოდა, მასკთან თანამშრომლობა რესტრუქტურიზაციის გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯად მიიჩნევა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლი-ბუ ტანმა აღნიშნა, რომ Terafab-ი ძირეულად შეცვლის ნახევარგამტარების წარმოებისა და მეხსიერებისა ბარათების ტექნოლოგიებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პარტნიორობა ინვესტორთა ნდობას გაზრდის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც Intel-ი Nvidia-სგან და აშშ-ის მთავრობისგან მრავალმილიარდიან ინვესტიციებს იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები