მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intel-ის მენეჯმენტს ნახევარგამტარების მწარმოებელი Altera-ს გაყიდვა სურს

Intel

მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ კომპანიას, რომელსაც, ბოლო დროს, საქმე არც თუ ისე კარგად აქვს, პრობლემების მინიმიზაციის მიზნით ნახევარგამტარების ბიზნესის გაყიდვა სურს. საუბარია ამერიკულ Intel-ზე, რომელსაც 2015 წელს $16.7 მილიარდად შეძენილი კომპანიის, Altera-ს გასხვისება და ამ გზით, პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო კაპიტალის მოზიდვა აქვს გადაწყვეტილი.

საინტერესოა, რომ დღეს, Altera-ს შეფასება $17 მილიარდს შეადგენს, ანუ გამოდის, რომ ამ გარიგებით Intel-ი ძალიან მწირ სარგებელს მიიღებს, ისიც საუკეთესო შემთხვევაში.

ამერიკული Intel-ი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც ბოლო წლებში ბაზრის საერთო დინამიკის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. ბოლო დეკადის მთავარი ინოვაცია ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც ფაქტობრივად ყველა ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წარმოუდგენლად გაზარდა, მაგრამ Intel-მა ამ ტენდენციით ვერ ისარგებლა და პირიქით, პროცესებს იმდენად ჩამორჩა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე, კომპანიის აქციის ფასი 53%-ითაა შემცირებული. ერთთვიან ჭრილში, Intel-ის აქციების ღირებულებამ, მართალია, 8%-ით იმატა, მაგრამ კომპანიის აქციის გაუფასურების მაჩვენებელი მაინც საგანგაშოა.

სწორედ ამ პრობლემების მოგვარება სურს Intel-ს Altera-ს გაყიდვით. თავის დროზე, ამ აქტივით კაპიტალიზაცია Intel-ს კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებით ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდ დროს მოითხოვს, რომელიც ამერიკულ გიგანტს ახლა ნამდვილად არ აქვს. შესაბამისად, კომპანიის წილის გასხვისება ის გზაა, რომლითაც ფინანსების მოზიდვა უფრო სწრაფად შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები