მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Intel-ის შემოსავალი 25%-ით გაიზარდა და მოლოდინს გადააჭარბა

Intel

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Intel-მა მეორე კვარტალში $16.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-იან ზრდას ნიშნავს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ეს მაჩვენებელი LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $14.42 მილიარდს საგრძნობლად, თითქმის $2 მილიარდით აჭარბებს. დადებითი შედეგების ფონზე გაიზარდა კომპანიის კორექტირებული მოგებაც, რამაც თითო აქციაზე $0.42 შეადგინა. ეს მაშინ, როცა ექსპერტები მხოლოდ $0.21-ს მოელოდნენ.

როგორც ირკვევა, შემოსავლების ასეთი მკვეთრი მატება ტექ-გიგანტს 2011 წლის შემდეგ აღარ დაუფიქსირებია. Intel-ის მოგების მარჟა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთა, 2.5%-თან შედარებით 2.5%-დან მკვეთრად, 42%-მდე გაიზარდა, რაც მათ ძვირად ღირებულ ჩიპებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

არსებული ინფორმაციით, კომპანიის ფინანსური შედეგების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურული ბუმი გახდა, რამაც Intel-ის სერვერულ პროცესორებზე მოთხოვნა გაზარდა. მონაცემთა ცენტრების მიმართულების შემოსავალი 59%-ით გაიზარდა და $6.3 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება პერსონალური კომპიუტერების ჩიპების, ანუ Client Computing Group-ის მიმართულებას, აქედან კომპანიის შემოსავალი 13%-ით გაიზარდა და $8.9 მილიარდი შეადგინა. საყურადღებოა, რომ ის Intel-ის ყველაზე შემოსავლიან სეგმენტად რჩება, თუმცა მეხსიერების ბარათების დეფიციტის გამო ტექ-გიგანტი მესამე კვარტალში კომპიუტერების გაყიდვების მხრივ სტაგნაციას მოელის.

მესამე კვარტალისთვის Intel-ი $16.8 მილიარდამდე შემოსავლის მიღებას მოელის, რაც თითო აქციაზე $0.38-ის კორექტირებულ მოგებას ნიშნავს.

დადებითი კვარტალური შედეგების ფონზე, ვაჭრობის დახურვის შემდეგ, პრემარკეტზე Intel-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები