მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

Intel-ის ჩიპები

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Intel-მა ჰონოლულუში გამართულ სიმპოზიუმზე ახალი, ყველაზე მაღალტექნოლოგიური ჩიპის, 18A-P-ის საწყისი წარმოების დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა. როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი ამერიკულ კორპორაციას Apple-ის მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროცესორების შექმნის პოტენციურ შეთანხმებასთან მნიშვნელოვნად დაააახლოებს.

როგორც ცნობილია, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში Intel-მა Apple-თან შესაძლო შეთანხმების დადება და მისთვის ჩიპების მიწოდება დააანონსა, რამაც კომპანიის აქციების ღირებულების თითქმის 14%-იანი მატება გამოიწვია.

რაც შეეხება თავად წარმოებაში ჩაშვებულ ახალ პროდუქტს, ის წინამორბედთან შედარებით 9%-ით მაღალ წარმადობას უზრუნველყოფს და 18%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ამასთან, პროდუქტი 20%-ით მეტად თბომედეგია.

ანალიტიკოსები მოელიან, რომ თუ პროდუქტი Apple-ისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, 2 ტექ-გიგანტს შორის გარიგება საბოლოოდ შედგება და 2019 წლის შემდეგ პირველად ისინი ერთობლივი პროდუქტების გამოშვებას ისევ დაიწყებენ.

ცნობისთვის, Intel-ის აქციების ფასი მიმდინარე წელს უკვე 200%-ზე მეტით გაიზარდა. ეს იმ ფონზე, როცა გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 84%-იანი მატება დააფიქსირა. როგორც მედია წერს, ამის მიზეზი არამარტო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასული წლის აგვისტოში კომპანიის 10%-იანი წილის შეძენა, არამედ სექტემბერში Nvidia-ს მიერ $5 მილიარდის ოდენობის ინვესტირება და წარმოების განახლება გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები