მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტენსიური ვაქცინაციის დაწყებამდე რეგულაციების მოხსნა რეკომენდებული არ იყო - მირზიკაშვილი

60dc82df1860d
ინგა მურუსიძე
30.06.21 21:16
698
სახელმწიფომ გარისკა, ვიდრე ქვეყანაში ვაქცინაცია უფრო ინტენსიურად არ დაიწყებოდა, რეგულაციების მოხსნა არ იყო რეკომენდებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა ნინო მირზიკაშვილმა BM.GE-ს განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ გარისკა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია კვლავ არსებული რეგულაციების შესრულება, მათ შორის პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

„ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მოხსნა მთელი რიგი რეგულაციები და ტურიზმისთვის გაიხსნა როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრები. დადასტურდა კიდეც, რომ 400-მდე ტურისტს დაუფიქსირდა ვირუსი.

საზღვრების გახსნა რისკი იყო, თუმცა მეორე მხრივ, ჩაკეტილ მდგომარეობაში ხანგრძლივად საქართველოსნაირი ქვეყანა ვერ იქნება. რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამ მიმართულებით საზღვრების გახსნა საჭირო იყო. სიტუაციას აქვს ოქროს გასაღები და ეს არის ვაქცინაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ვაქცინების მოწოდების საკითხი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო იგვიანებს. თუმცა იმედი მაქვს, მალე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ დაკეტვა-გახსნის რეჟიმში ვიქნებით“, - განაცხადა მირზიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები