მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინტერ მაიამიმ” ჰონკონგთან არსებული მოლაპარაკება დაარღვია

ინტერ მაიამი ჰონკონგი

“ინტერ მაიამი” წინა სასეზონო გასვლით ტურზე იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ჰონკონგს ეწვია. ამერიკული კლუბი ადგილობრივი ვარსკვლავებისგან შემდგარ გუნდს ეთამაშა, თუმცა მოედანზე ლიონელ მესი არ გამოჩენილა, რასაც სკანდალი მოჰყვა.

“ინტერ მაიამიმ” ჰონკონგის გუნდი 4-1 დაამარცხა, მესი კი მთელი თამაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რაზედაც ჰონკონგის სპორტის მინისტრმა კევინ იონგმა განაცხადა, რომ არგენტინელს კონტრაქტის მიხედვით ჰქონდა ვალდებულება, რომ მინიმუმ 45 წუთი მოედანზე გაეტარებინა.

მინისტრის განცხადებით, ჰონკონგის მთავრობის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ თამაშის დროს დაჰპირდნენ, რომ მესი ითამაშებდა, მაგრამ მატჩის ბოლოს, როცა საფინალო სასტვენამდე 10 წუთი იყო დარჩენილი, იონგს და მის თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ მესის მინდორზე გამოჩენა ტრავმის გამო გამორიცხული იყო.

“ჩვენ მათ მაშინვე ვთხოვეთ, რომ სხვა გზა მოგვეძებნა. მაგალითად ის, რომ მესი უბრალოდ მოედანზე გასულიყო, გულშემატკივრებს მისალმებოდა და სიტყვით გამოსულიყო, თუმცა ამაზეც უარი გვითხრეს” - განაცხადა სპორტის მინისტრმა კევინ იონგმა.

ასეთი სიტუაციის გამო, მატჩის ორგანიზატორმა “Tatler XFEST-მა” გადაწყვიტა “ინტერ მაიამის” სასპონსორო თანხა არ გადაუხდოს. დევიდ ბეკჰემის გუნდს ამ თამაშით 1,9 მილიონი ევრო უნდა მიეღო, თუმცა მესის უთამაშებლობამ მათ ეს თანხა დააკარგვინა.

აღსანიშნავია, რომ პროტესტი გამოხატა 40 ათასმა სტადიონზე შეკრებილმა ჰონკონგელმა გულშემატკივარმაც, რომლებიც თამაშზე სწორედ მესის სანახავად მივიდნენ. მათ ბილეთში დაახლოებით 115 ევრო გადაიხადეს, თუმცა საყვარელი ფეხბურთელის ნახვა ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, “ინტერ მაიამი” მომდევნო მატჩს ტოკიოში “ვისელ კობეს” წინააღმდეგ გამართავს, სადაც გულშემატკივარმა ბილეთებში ჰონგ-კონგელებთან შედარებით გაცილებით დიდი თანხა გადაიხადა. შესაბამისად, თუკი მესი აღნიშნულ მატჩშიც არ მიიღებს მონაწილეობას იაპონელი გულშემატკივრის მხრიდან კიდევ უფრო დიდი კრიტიკაა მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები