საგარეო ფაქტორებიდან ცხადია მნიშვნელოვანია მიგრაციის გონივრული წახალისება, ხარისხიან ტურიზმზე აქცენტირება, რისთვისაც მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო და სამგზავრო არხების არსებობა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია, საჰაერო ტრანსპორტისა და ავიარეისების არსებობა, რომელიც საქართველოს და გარე სამყაროს მუდმივად დააკავშირებს პირდაპირი ავიარეისებით. არ შემიძლია არ აღვნიშნო სასიხარული ფაქტი, რომელიც "ტავ ჯორჯიას" უკავშირდება და Air France – KLM ჯგუფის წევრი "ტრანსავია" იწყებს TAV-ის ხელშეწყობით პირდაპირ რეისებს ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამიდან. გთავაზობთ, ინტერვიუს TAV Airports მაღალჩინოსანთან, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება ავიაციასა და აეროპორტების ოპერირებას მიუძღვნა, ფრენკ მერეიდი TAV aieports აღმასრულებელი საბჭოს წევრი და კომიტეტის თავმჯდომარე. მის დაქვემდებარებაში შედის ასზე მეტი აეროპორტი, მათ შორის ბათუმის და თბილისის აეროპორტები, რომელსაც ადგილზე TAV GEORGIA-ს გენერალური დირექტორი თეა ზაქარაძე უძღვება.