რატომ შეზღუდა ეროვნულმა ბანკმა ერთი წლით სამომხმარებლო სესხების გაცემა სამ წლამდე ვადით და რა შედეგს ელის ახალი რეგულაციით ინფლაციის მოთოკვაში - ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა კობა გვენეტაძის ბიემჯის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში. ბიემჯის და ფორბს ჯორჯიას მთავარმა რედაქტორებმა ასევე დასვეს კითხვა - რატომ არ გაზარდა ეროვნულმა ბანკმა მინიმალური სარეზერვო ნორმები ვალუტაში მოზიდულ სესხებზე?