ორშაბათს, საქართველოს საქმიან საზოგადოებას მიეცემა შანსი და საშუალება დაესწროს "თიბისი კაპიტალის" ეკონომისტების მნიშვნელოვან კვლევებს, რომელიც ცალსახად დაგეხმარებათ 2024 რთული წლის დაგეგმვასა და შესაბამისი, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. TBC კაპიტალის გუნდი, სასტუმრო სტამბაში ხვალ 5 მთავარ თემას წარმოადგენს საზოგადოების სამსჯავროზე, ეს არის არჩევნების ციებ-ცხელება, მსოფლიოში მოგეხსენებათ, 70-ზე მეტი არჩევები ტარდება პლანეტაზე და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა მოლოდინებთან გვაქვს საქმე. ცალკე თემა იქნება რთული გეოპოლიტიკური გარემო; ასევე, იქნება დისკუსია საქართველოში მიგრაციული ნაკადების ცვლილებაზე საპროცენტო განაკვეთებზე და ინფლაციაზე, ცხადია ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან ერთად, სამუშაო ძალის დეფიციტზე.
სტუმარი: მერი ჩაჩანიძე - „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი