მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ინვესტიციების მოზიდვა კიბეზე ასვლას ჰგავს“ - ევროპული ბიზნესასოციაცია

5eea3a46963a2
ელენე კვანჭილაშვილი
18.06.20 10:15
1072
"საქართველოს დღეს სჭირდება ნებისმიერი ტიპის ინვესტიცია“, - ასეთია ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის ჯონ პრეკეველდტის პოზიცია.

„ანალიტიკა“-მ ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მთავრობის განახლებულ საინვესტიციო ხედვის შეფასება თხოვა, რომელიც ძირითადად ორ მიმართულებას გულისხმობს - ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და ჩინეთიდან მსხვილი წარმოებების გადმოტანა საქართველოში.

ჯონ ბრეკეველდტს მიაჩნია, რომ დღეს ის ვითარებაა, როდესაც მთავრობამ ყველასთან უნდა იმუშაოს.

„400 კომპანიასთან საუბარი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, 5 დაითანხმო“ - ამბობს ევროპულის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი იმ განცხადების კონტექსტში, რაც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ფორბსის კვირაში“ გააკეთა და რომლის მიხედვითაც, მთავრობას 400 კომპანია ჰყავს იდენტიფიცირებული, ვინც შეიძლება პოტენციურად საქართველოს ბიზნესგარემოთი დააინტერესოს - „ეს კიბეზე ასვლას ჰგავს - ვერ იტყვი, რომ ხვალ მინდა 400 ახალი ინვესტორი. ერთი უნდა შემოიყვანო და შემდეგ უნდა გაიზარდოს მათი რაოდენობა“.

ევროპული ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ საქართველოს ყველა სექტორში სჭირდება გარკვეული ნიშის მოძებნა. „დიახ, ტურიზმი დღეს ნიშაა, უდავოდ, მაგრამ არ არის აუცილებელი ქვეყანა მხოლოდ ამით შემოიფარგლოს“, - ამბობს ჯონ ბრეკეველდტი. „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რომ შევხედოთ - ჩეხეთში, მაგალითად, ავტომობილების ინდუსტრიამ მოიტანა ასეთი ნიშა. ლოგისტიკა იქნება ეს, სოფლის მეურნეობა თუ სხვა პრიორიტეტი - საქართველომ ყველგან მსგავსი ნიშა უნდა იპოვოს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები