სამთო კურორტ გოდერძის ლანდშაფტში, საინვესტიციო პროექტის, ალიანს ჰაილენდსის მშენებლობა მიმდინარეობს.
ცენტრალური საბაგიროდან 60 მეტრში, კომპლექსი გასართობ, სოციალურ, ველნეს, რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას, სამ თაუერსა და სრულად ფუნქციონირებად სასტუმროს აერთიანებს, რაც მას ერთგვარ მულტიფუნქციურ ეკოსისტემადაც აქცევს.
კურორტი გოდერძი, დღეს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საინვესტიციო და ტურისტულ მიმდინარეობას წარმოადგენს - ყველაზე ხანგრძლივი სათხილამურო სეზონითა და განმეორებითი ვიზიტების მაღალი მაჩვენებლით.
ალიანს ჰაილენდსის სამშენებლო დინამიკა
ალპური-ტიპის პროექტის სამშენებლო სამუშაოები, სწრაფ ტემპში პროგრესირებს და კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვება, 2027 წლის ზაფხულიდან იგეგმება:
“ამ ეტაპისთვის, სამივე თაუერის ფასადის სამუშაოები უკვე დასრულებული გახლავთ და ჩვენ აქტიურად გადავედით შიდა სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპზე. საინვესტიციო თვალსაზრისით, მშენებლობის ეს ფაზა ყველაზე მიმზიდველი გახლავთ, რადგანაც ერთი მხრივ პროექტი უკვე ხილულია, ხოლო მეორე მხრივ, ოპერირების რეჟიმზე გადასვლა, ინვესტორისთვის ახლო პერსპექტივას წარმოადგენს” - განაცხადა ალიანს ჯგუფის უფროსმა გაყიდვების მენეჯერმა, სალომე სიხარულიძემ.
ღირებულების მზარდი დინამიკით, ალიანსის ალპური ტიპის პროექტი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კურორტ გოდერძის მზარდ როლსა და როგორც ტურისტულ, ისე საინვესტიციო მიმზიდველობას საქართველოს რუკაზე.



























