მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიცია ტარიფის დაწევის სანაცვლოდ - რას გულისხმობს ტრამპის ახალი ინიციატივა?

დონალდ ტრამპი
BM. GE
25.07.25 15:36
377

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებებში ჩართული ქვეყნები, რომლებიც გარიგების ფარგლებში ამერიკაში დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ, დამატებით სატარიფო შეღავათებს მიიღებენ.

ტრამპმა იაპონიის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ დაწესებული 27.5%-იანი ტარიფის 15%-მდე ჩამოწევა, გარკვეულწილად, იმ $500-მილიარდიან ინვესტიციასაც უკავშირდება, რომელსაც იაპონია შტატებში განახორციელებს.

ცნობისთვის, გარიგების ფარგლებში, იაპონურმა მხარემ ნახევარგამტარებისა და ფარმაცევტულ სექტორში ინვესტირების პასუხისმგებლობა აიღო. ამასთან, ქვეყანა 100 ამერიკული ბოინგის შეძენასაც დათანხმდა.

ტრამპის “საპასუხო” ტარიფების ამოქმედება 1 აგვისტოს იგეგმება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყნებს, რომლებთანაც შეთანხმებაც ვერ დაიდება, 15-დან 50%-მდე ტარიფები დაუწესდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები