მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტიციების გზამკვლევი ტურიზმში - რას ვთავაზობთ ინვესტორებს?

საქართველოში 2008-2023 წლებში ტურიზმის სექტორში 12 ე.წ გრინფილდ საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, რომლის ჯამური მოცულობა 890.3 მლნ დოლარი იყო. ეს ინფორმაცია ეკონომიკურ გზამკვლევში იკითხება, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა და პოტენციურ ინვესტორებს გაუგზავნა. გზამკვლევში აქცენტი ტურიზმის ინდუსტრიის საინვესტიციო მიმზიდველობაზეა გაკეთებული. გზამკვლევის ავტორების თქმით, ბოლო წლებში ამ მიმართულებით აქტივობა შენელებულია, თუ არ ჩავთვლით 2023 წლის აგვისტოში დაანონსებულ პროექტს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 175.6 მლნ დოლარია. თუმცა რომელ პროექტზეა საუბარი უშუალოდ გზამკვლევში დაკონკრეტებული არ არის.

აღნიშნული საინვესტიციო პროექტები კი ძირითადად ბათუმში, თბილისსა და კახეთშია ლოკალიზებული. ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი კი ბათუმზე მოდის, სადაც 2008-2023 წლებში 158 მლნ დოლარის მოცულობის პროექტები განხორციელდა, თბილისში პროექტების ჯამური მოცულობა 67 მლნ დოლარი იყო, ხოლო კახეთში 65.6 მლნ დოლარი.

კვლევაში საუბარია საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ტენდენციებზეც. მათ შორის 2023 წელს სასტუმროების რაოდენობამ 2 488-ს მიაღწია, ხოლო გასულ წელს 50,145 სასტუმრო ნომერი აღირიცხა.

ინვესტორებისთვის ეკონომიკის სამინისტრომ 10 საინვესტიციო პროექტიც მოამზადა, რომელიც ინვესტორის ძიებაშია. საუბარია უკვე ყველასთვის კარგად ცნობილ წყალტუბოს სასტუმროებზე, რომელთა ნაწილის გაყიდვა სახელმწიფომ აუქციონებზე ამ დრომდე ვერ შეძლო.

რამდენად სწორი აქცენტებია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მომზადებულ გზამკვლევში გაკეთებული, რამდენად სწორად ვესაუბრებით ინვესტორებს და ზოგადად განიცდის თუ არა სექტორი დღეს ინვესტორების ნაკლებობას?

სტუმარი: ვალერი ჩეხერია - საკონსულტაციო კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები