მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტორები ენდობიან ჩვენს ეკონომიკას, სამთავრობო პოლიტიკას - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ინვესტორები საქართველოს ეკონომიკას და მთავრობის პოლიტიკას ენდობიან. მან ეს შეფასება საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციების განთავსებაზე საუბრისას გააკეთა.

"ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკის გუნდი, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებში, სადაც საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.

ინვესტორები ხედავენ, რომ რისკები არის შემცირებული და ეს კუპონის პროცენტშიც აისახა. ჩვენი სუვერენული რისკები უფრო შემცირებული არის ინვესტორების თვალში, ვიდრე 2021 წელს, როდესაც პირველად გამოიშვა ეს ევრობონდები და გარდა ამისა, ენდობიან ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, სამთავრობო პოლიტიკას იმ მშვიდობიან გარემოს, რომელიც შენარჩუნდა ქვეყანაში, მიუხედავად ძალიან დიდი გამოწვევებისა მთლიანად რეგიონში",- ამბობს თურნავა.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე $500 მილიონის ევროობლიგაციების გამოშვება/რეფინანსირება დასრულდა. კუპონის განაკვეთი 5.125% ოდენობით დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით მოხდა 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები