ენერგეტიკის თვალსაზრისით ეს კვირეულიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო,როცა განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის მეორე აუქციონში სამინისტროში შესული განაცხადების სიმძლავრე გამოცხადებულს 1077 მგვტ-ით აღემატება - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს და დახურული სახით შემოსული წინადადებების გახსნის შედეგად 1877 მგვტ ჯამური სიმძლავრის 147 პროექტი შემოვიდა, რაც 1077 მგვტ-ით მეტია აუქციონით გამოცხადებულ მაჩვენებელზე“.ღირს აღნიშვნად, რომ საპროექტო შეთავაზებების რაოდენობაც, ორჯერ აღემატება პირველ აუქციონში არსებულ საპროექტოო წინადადებების რაოდენობას. სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ.-ს შეადგენს.