მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორების მიერ რეინვესტირება ქვეყნის მიმართ მყარი ნდობის გამოვლინებაა“ - თურნავა

61b1da3c2f921
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.21 14:37
488
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული 2021 წლის 9 თვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. ამასთან FDI-ს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ "რეინვესტიციებზე" მოდიოდა. შესაბამისად, წელს რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9 თვის სტატისტიკა შეაფასა და განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემობას, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი გაორმაგებულია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში რეინვესტირების მოცულობა 2-ჯერ მეტად გაიზარდა და 293.3 მლნ დოლარს გაუტოლდა.

„ეს ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორი, რომელიც შემოდის საქართველოში და დებს ინვესტიციებს, დივიდენდების გატანის ნაცვლად, ახორციელებს რეინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში, აფართოებს წარმოებას, საკუთარ ბიზნესს, რაც მყარი ნდობის გამოვლინებაა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება და ადრე არსებული ნეგატიური დინამიკა შეცვლილია.

„მნიშვნელოვანია, რომელ დარგებში ხდება ზრდა. პირველ რიგში, ესაა საფინანსო სექტორი. ასევე ეს არის ენერგეტიკა, რომელიც კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი დარგია საინვესტიციოდ, აგრეთვე ესაა გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი. საყურადღებოა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფია. ძირითადად, საუბარია ევროპული სახელმწიფოები და თურქეთი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები