მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინვესტორებს Green Card-ის მიღება მილიონიანი ინვესტიციით შეუძლიათ“ -Kamkhadze PA

6362abb4f2afd
ალა ისპირიანი
02.11.22 21:40
879
„ინვესტორებს მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, შეუძლიათ Green Card-ი პირდაპირ მიიღონ“, - ამის შესახებ ფლორიდაში დაარსებული ქართულ-ამერიკული საიმიგრაციო იურიდიული კომპანია Kamkhadze PA-ს დამფუძნებელი ანა ქამხაძე აცხადებს.

როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში“ თქვა, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, პირობაშია, რომ კომპანიამ 10 ადამიანამდე უნდა დაასაქმოს.

"აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკა ორიენტირებულია, მიიზიდოს ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთ სფეროში გამორჩეული მიღწევები აქვთ, ან იმ ტიპის ბიზნესის წარმოება სურთ, რომელიც აშშ-ს ეკონომიკურ კეთილდღეობას გაზრდის. ინვესტორებს "მწვანე ბარათის“ (Green Card), მიღება, რაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლებას გულისხმობს, მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებით შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს სტარტაპი ან უკვე არსებული კომპანია და ამის შემდეგ დაახლოებით ათი ადამიანი უნდა დაასაქმონ.

აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ინვესტორს სწორი სამართლებრივი სტრატეგია ექნებათ, არასაიმიგრაციო ვიზის შემდეგ, ასევე შესაძლებლობა ექნებათ Green Card-ი მიიღოს“, - ამბობს ანა ქამხაძე.

მას ასევე ამერიკაში ლეგალურად წასვლის და დასაქმების რამდენიმე ლეგალური გზაზე ისაუბრა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები