მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებს საკუთარი რესურსების დაცვა ძალიან გაუჭირდებათ - საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

ნინო ქუდიანი

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი BMGTV-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" სპეცეთერში სტუმრობისას ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარების განმუხტვისთვის მთავრობამ პროტესტის მონაწილეებს უნდა მოუსმინოს. ის საუბრობს იმ ზიანზე, რაც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაწყებული აქციებით ადგება.

"ინვესტიციები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ ინვესტორს ქვეყანაში სტაბილურობა სჭირდება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნიდან თანხა ადვილად გაიტანოს, ასევე კანონის ძალით შეძლოს საკუთარი რესურსების დაცვა, ეს ყველაფერი ძალიან რთულდება იმ სიტუაციაში როცა საერთოდ სასამართლო რამდენად გვაქვს ეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ყველას გვესმის რა სირთულეების წინაშე დავდგებით თუ ასე გაგრძელდა. ერთი მხრივ რესურსები ძალიან გაძვირდება, ხოლო მეორე მხრივ ხელმისაწვდომობა შეიზღუდება. ეს დაეტყობა ყველას", - ამბობს ქურდიანი.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 300-ზე მეტი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები