მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორს არ უნდა ვეძახოთ, რომ ცუდია და არ გვინდა - ირაკლი ჟვანია

644c1e1cd6d9f
ალა ისპირიანი
28.04.23 23:20
849
აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ პარტნიორმა ირაკლი ჟვანიამ BMGTV-ის გადაცემა წერტილში საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ქვეყნის წინსვლას ხელს შეუწყობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.

„ინვესტორს არ უნდა ვეძახოთ, რომ ცუდია და არ გვინდა“, - განაცხადა მან, წამყვანის კითხვის საპასუხოდ, - რას სჭირდება ქვეყანას განვითარებისთვის.

მისი მოსაზრებით, ქვეყანაში პოლარიზაციის ნაკლები დონე უნდა იყოს.

„ადამიანები ორ ბანაკზე არ უნდა ასოცირდებოდნენ, როდესაც ერთს უხარია კარგად ყოფნა და მეორე ამბობს, რომ ეს კარგი არ არის. ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ალბათ ყველაზე მეტად გვინდა ის ერთიანობა, რაც ისეთ ქვეყანას შეგვაქმნევინებს, რომლის მოქალაქეებიც გვინდა ვიყოთ. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ გვინდა შევქმნათ ქვეყანა, სადაც როგორც ბიზნესის ისე საზოგადოების ერთიანობა იქნება.

ინვესტორს არ უნდა ვეძახოთ, რომ ცუდია და ინვესტორი არ გვინდა. შევქმნათ ქვეყანა, სადაც ვიტყვით რომ რუსეთზე დამოკიდებულება ცუდია. ის არ უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა მთავრობის დამსახურებაა და არაფერი სხვის, არამედ თვალი უნდა გაუსწოროთ იმ რეალობებს რა რეალობაშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ და ამ საკითხებში ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ვიყოთ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ტრადიციულ კითხვას, რას უნდა დაესვას ქვეყანაში წერტილი, მან თქვა, რომ „არ უნდა ვიყოთ მინიმალისტები“.

„წერტილი უნდა დაესვას გადაწყვეტილებებს რომელიც მიიღება კერძო ინტერესებიდან სხვადასხვა მიმართულებით ნაკარნახევი. მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით არ უნდა გვქონდე ისეთი ჩავარდნები რომელიც იმის თქმის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს არ არის კარგი ეკონომიკური ზრდა მაგრამ იმას ხომ ჯობია. სულ რომ არ გვქონდა იმაზე უკეთესია. არ უნდა ვიყოთ მინიმალისტები და მხოლოდ მცირე წინსვლა და ვიყოთ მშვიდობაში, როგორც ბოლო პერიოდშია“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები