მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იორდანიამ და ერაყმა Telegram-ის გამოყენება აკრძალეს

Telegram

იორდანიისა და ერაყის ხელისუფლებებმა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მოტივით შეტყობინებების აპლიკაცია Telegram-ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ორშაბათს იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატმა განაცხადა, რომ შეზღუდვა მიზნად ექსტრემისტული მასალებისა და უკანონო კონტენტის გავრცელების აღკვეთას ისახავს. უწყებამ მოქალაქეებს სოციალური ქსელების გამოყენებისას სიფრთხილისკენ, უცნობი ანგარიშებისგან თავის არიდებისა და სამართალდარღვევების შესახებ ოფიციალური არხებით შეტყობინებისკენ მოუწოდა.

პარალელურად, ერაყის მედიისა და კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ Telegram-ი ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევასა და არასასურველი კონტენტის წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა. ბაღდადმა აპლიკაციის შემქმნელ კომპანიას მოთხოვნების შესასრულებლად და წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა განუსაზღვრა.

ცნობისთვის, პაველ დუროვის მიერ 2013 წელს დაფუძნებული Telegram-ი მომხმარებლებს დაშიფრული მიმოწერის ფუნქციას სთავაზობს. აპლიკაცია განსაკუთრებული პოპულარობით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სარგებლობს, სადაც პლატფორმის გლობალური მომხმარებლების დაახლოებით 8% არის თავმოყრილი, რაც ამ ქვეყნებში არსებულ სამთავრობო კონტროლს და ცენზურას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები