მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

iOS-ის სახელწოდება იცვლება? — რას გეგმავს Apple-ი?

iOS 26

ამერიკული Apple-ი მისი პროდუქტების საოპერაციო სისტემების ბრენდინგის განახლებისთვის ემზადება.

Apple-ის ყველაზე სანდო ინსაიდერის, Bloomberg-ის მარკ გარმენის ინფორმაციით, განახლებები, რომლებიც მომდევნო წლიდან გამოვა პირველი პროგრამული უზრუნველყოფიდან დაწყებულ ხაზს აღარ გააგრძელებს და ნაცვლად ამისა, იმ წლის სახელით იქნება ცნობილი, რა წელსაც ის გამოვა. მარტივად რომ ვთქვათ, iOS 19-ის ნაცვლად, შემდეგ განახლებაზე iOS 26 გამოვა და ასე იქნება ყველა პროგრამის შემთხვევაში.

მარკ გარმენის ინფორმაციით, Apple-ის გუნდს ამ გზით ბრენდინგში არსებული გაურკვევლობის გაფანტვა და პროცესის მეტად სისტემურ ჩარჩოებში გადაყვანა სურს, რადგან პროგრამული უზრუნველყოფის დღევანდელი დანომვრა, მათი თქმით, მომხმარებლებს და დეველოპერებს აბნევს. აღნიშნული, დიდწილად, სიმართლეა, რადგან დღეს არსებული განახლებები შემდეგნაირადაა ცნობილი: iOS 18, watchOS 12, macOS 15 და visionOS 2. ახალ სახელწოდებას კომპანია ივნისში გასამართ WDC-ზე წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები