ევროკავშირის ელჩებმა ახლახან მწვანე შუქი აუნთეს ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივების მექანიზმს - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს. მისივე თქმით, ეს მექანიზმი სამომავლოდ, შესაძლოა, ქართული პასპორტების მფლობელთა წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
"17 ნოემბერი: მინისტრები შეთანხმებას ხელს მოაწერენ;
26 ნოემბერი: ხელმოწერის ცერემონია პარლამენტში;
დეკემბერი: ძალაში შევა.
შესაძლოა, ის მალე ქართული პასპორტის მფლობელთა ნაწილის წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული", - წერს იოზვიაკი.




























