მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone 16-ზე მოთხოვნა მოსალოდნელზე დაბალია - Bloomberg

apple

Apple-ის აქციებზე ფასები დაეცა - Bloomberg-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ვარდნა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ახალ iPhone 16-ზე მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნა დაფიქსირდა.

ორგანიზაცია TF International Securities-ის ანალიტიკოს, მინგ-ჩი კუოს ანგარიშის თანახმად, პარასკევიდან, iPhone 16-ზე წინასწარი გაყიდვების დაწყებიდან, 16 სექტემბრამდე, საშუალოდ, 37 მილიონი ერთეული ახალი მოდელი გაიყიდა, რაც 13%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს iPhone 15-მა იგივე დროში დააფიქსირა. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ვარდნა Pro მოდელებზე შემცირებული ინტერესითაა განპირობებული.

"ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, iPhone 16 Pro სერიაზე მოსალოდნელზე დაბალი მოთხოვნისა, მისი მთავარი ფუნქცია Apple Intelligence-ია, რომელიც მობილურის გამოსვლასთან ერთად არ გამოსულა და მომდევნო თვეების განმავლობაში ამოქმედდება", - წერს კუო თავის ანგარიშში.

წლის არასახარბიელოდ დაწყების შემდეგ, ბოლო 4 თვეში Apple-ის პოზიცია საერთაშორისო ბირჟაზე გაუმჯობესდა, რაც ნიშნავს, რომ ინვესტორებს ახალი AI მოდელის წარმატების სჯეროდათ. ორშაბათის სესიაზე აქციების ფასი 3%-ით დავარდა.

ანალიტიკოსები Apple-ის პრეზენტაციას ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდნენ, რადგან ინფორმაციამ ახალი ტექნოლოგიებისა და ფუნქციების შესახებ კომპანიიდან რამდენიმე თვით ადრე გამოჟონა. მოთხოვნის შემცირება კი კომპანიისთვის ცუდის ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადღესასწაულო პერიოდი ახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები