მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone Air-ის დიზაინერი Apple-იდან წავიდა

Apple

ამერიკული ტექ-გიგანტი, Apple-ი კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა დიზაინერმა, ტან ტანმა დატოვა. საუბარია კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თანამშრომელზე, რომელმაც iPhone Air-ის დიზაინზე იმუშავა და Apple-ის ისტორიაში ყველაზე თხელი ტელეფონის დიზაინი შექმნა.

არსებული ინფორმაციით, ის კომპანიის ყოფილი მთავარი დიზაინერის, ჯონი აივის კომპანია LoveFrom-ს შეუერთდა. როგორც Reuters-ი წერს, ტან ტანი სემ ოლტმენისა და ჯონი აივის დღემდე გასაიდუმლოებული პროდუქტის დიზაინის შექმნაში ჩაერთვება.

iPhone Air-ის მთავარი დიზაინერის კომპანიიდან წასვლა არ გაჰკვირვებიათ ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტებს, რადგან Apple-ის ყველაზე ცნობილმა “ინსაიდერმა”, მარკ გარმენმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანიამ თხელი ტელეფონების მიმართულებაზე მუშაობა სრულებით შეაჩერა და iPhone Air 2 აღარ გამოვა. ტან ტანის Apple-იდან წასვლა გამოწვევაა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკისთვისაც, რომელმაც დიზაინერთან ერთად შექმნილი პროდუქტი სულ რაღაც 2 თვის წინ წარადგინა. ამერიკული გამოცემა Finantical Times-ი ასევე წერს, რომ თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება თავად კუკიც, რომელიც ოფიციალურ მიზეზად საპენსიო ასაკს ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები