Apple-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და iPhone-ების მწარმოებელი კომპანია Foxconn-ი ინდოეთში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რათა ქვეყნის მასშტაბით ახალი ქარხნები ააშენოს, სადაც Apple-ის პროდუქციის წარმოება-აწყობა იქნება შესაძლებელი.
წლების განმავლობაში, Foxconn-ის ქარხნები ჩინეთში იყო ბაზირებული, თუმცა ლოკდაუნების დაწყების შემდეგ, Apple-ის ხელმძღვანელობისთვის ცხადი გახდა, რომ ერთ სახელმწიფოზე დამოკიდებულება კომპანიისთვის ცუდი იყო და მას აუცილებლად უნდა მოეხდინა მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინდოეთში ახალი ქარხნების გახსნა და საწარმოო პროცესის ნაწილის ჩინეთიდან ინდოეთში გადატანა.