ტექნოლოგიური გიგანტი Foxconn-ი, რომელიც როგორც წესი iPhone-ებს, iPad-ებსა და PlayStations-ებს აწარმოებს, სამედიცინო ნიღბების წარმოებით დაკავდება. ამის შესახებ BBC-ი წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტექნოლოგირი გიგანტი ნიღბების წამოებაზე მას შემდეგ გადაერთო, რაც აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის გამო.
კომპანიის ძირითადი საწარმო ხაზი კი, რომელიც ტექნიკის წარმოებას გულისხმობს ამ დროისთვის დახურულია ჩინეთის მთავრობის მოთხოვნისა და გახანგრძლივებული საახალწლო დასვენებების გამო.
ტექნოლოგიური გიგანტი დაახლოებით 2 მილიონი ნიღბის წამოებას გეგმავს თვის ბოლომდე.
კომპანია Foxconn-მა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა სოციალური მედია WeChat-ის გვერდზე, სადაც აღნიშნავს რომ ვირუსთან ბრძოლისთვის ყოველი წუთი გადამწყვეტია.
„რაც უფრო დროულად ვიმოქმედებთ, მით უფრო მალე შევძლებთ ვირუსის შეჩერებას“, - განაცხადეს კომპანიაში.