მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოდრომთან მდებარე ყოფილი კორტების ტერიტორია ვერ გაიყიდა

5ed4b178c8962
სალომე მეცხვარიშვილი
01.06.20 12:00
1819
იპოდრომთან მდებარე ყოფილი კორტების ტერიტორია ვერ გაიყიდა. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი უშედეგოდ 29 მაისს დასრულდა. როგორც მერიის ქონების მართვის სამსახურში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული აუქციონით არავინ დაინტერესდა, ამიტომ ტერიტორია აუქციონზე ხელმეორედ გამოვა.

ძველი იპოდრომის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის, ყოფილი კორტების ტერიტორიის საწყისი ფასი 5,7 მლნ ლარი იყო. საუბარია თამარაშვილის ქუჩა #13-ში არსებული 7174 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე.

ინვესტორი ვალდებული იყო, ადგილზე დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. მყიდველს ადგილზე უნდა მოეწყო 4 საჩოგბურთო კორტი, 1 საცურაო აუზი და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. აღნიშნული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2 წლის ვადაში.

შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია თბილისის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში დაიბრუნა კერძო მფლობელისგან. კომპანია “სიმეტრიას” ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები