მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“იპოთეკების სუბსიდირების გაგრძელება კონტრპორდუქტიული იქნება”

BM.GE
03.02.21 18:37
495
“თუ ტურიზმი საერთოდ ვერ აღდგა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 1%-ის ფარგლებში იქნება“ - ასე უპასუხა დღეს გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კითხვას, რომელიც ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდის პროგნოზის შესაძლო შემცირებას შეეხებოდა, რადგან წელი 6.1%-იანი ვარდნით დაიწყო და ამ დრომდე ქვეყანაში შეზღუდვები ნარჩუნდება, რაც ბუნებრივია, ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება და წლის მეორე ნახევარში ტურიზმი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, ეკონომიკა დაახლოებით 4%-ის ფარგლებში გაიზრდება. ამასთან დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ხედავს რისკებს ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, რის გამოც მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა და უცვლელად 8%-ზე დატოვა. კობა გვენეტაძემ ონლაინ პრესკონფერენციაზე ჟურნალიტების კითხვებსაც უპასუხა. კითხვები გაგზავნა bm.ge-მაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები