მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკის სუბსიდია, 20%-იანი გარანტია და სხვა - ყველაფერი, რაც მთავრობამ დაანონსა

5ecf90aaf416f
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.20 14:40
4330
მთავრობამ დღეს უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. ამ პაკეტის ფარგლებში თანხა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განაწილდება, მათ შორისაა იპოთეკური სესხების თანადაფინანსება 5 წლის ვადით (4%-იანი თანამონაწილეობით). ამ მიმართულებაზე 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ასევე დაგეგმილია მიმდინარე მშენებლობებში ფართობის 30%-ის სახელმწიფო დაზღვევა, რომელზეც 200 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.

სახელმწიფო შეისყიდის დაგეგმილზე 3-ჯერ მეტ ბინას დევნილი ოჯახებისთვის:

● სახელმწიფო განახორციელებს 150 მლნ. ლარის ღირებულების 1 800-მდე მშენებარე ბინის შესყიდვას 01/05/2020 - 01/01/2021 პერიოდში;
● საცხოვრებელი ბინების შესყიდვა დევნილი ოჯახებისთვის განხორციელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
● შესყიდვა განხორციელდება აუქციონით, სადაც ფასი 1 კვადრატულ მეტრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 700 ლარს;
● პროექტი დაიშვება აუქციონზე, თუ სამშენებლო პროექტის ფართების არანაკლებ 20% რეალიზებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
● ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი.

სახელმწიფო დააზღვევს მიმდინარე მშენებლობების დასრულებას:

• სახელმწიფო, ახალი პროგრამის ფარგლებში, გასცემს შესყიდვის გარანტიას, პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30% -ზე;
• დეველოპერები გარანტიას მიიღებენ აუქციონის წესით. აუქციონი ტარდება სახელმწიფოს მიერ შესასყიდი 1 კვ.მის ის ფასსზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 700 ლარს;
შესყიდვის გარანტია მოქმედია გარანტიის გაცემიდან 3 წლის განმავლობაში;
• გარანტია უქმდება, თუ გარანტიის მიმღები ვერ ახდენს პროექტის სრულად დაფინანსების დადასტურებას (financial closing) სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;
• ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შესყიდული საცხოვრებელი ბინები ასევე გადაეცემათ დევნილ ოჯახებს;

ბიუჯეტი - 200 მლნ ლარი.

დეველოპერულ საქმიანობაში Escrow ანგარიში გამოყენების ხელშეწყობა:

● 2021 წლიდან, ამოქმედდება სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20% - ის Escrow ანგარიშის გამოყენებით რეალიზაციის ვალდებულება;
● ვალდებულება შეეხება:
● იმ დეველოპერულ კომპანიებს, რომელიც SARAS - ის მიხედვით კლასიფიცირდება 1-ელ და მე-2 კატეგორიის კომპანიებად;
● იმ დეველოპერულ კომპანიებს, რომელთანაც სახელმწიფო გააფორმებს შესყიდვის ხელშეკრულებას;
● Escrow ანგარიშის გამოყენება ნებაყოფლობითი იქნება მცირე დეველოპერებისათვის;
● ეროვნული ბანკი გააუქმებს Escrow ანგარიშზე 6-თვიანი ვადის შეზღუდვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები