მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა როლი აქვს უძრავი ქონების გაძვირებაში ლარის გამყარებას? – დეველოპერის განმარტება

64bc26a38a34e
ალა ისპირიანი
23.07.23 00:00
1842
„მიხარია, რომ მყარი ლარი უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს მუშახელისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ სამშენებლო ღირებულება სწორედ ლარის გამყარებამ გააძვირა,“ - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

იგი განმარტავს, რომ სამშენებლო ღირებულების გაძვირება, უძრავი ქონების ფასის ზრდაზე აისახება.

„დაახლოებით 40-45% არის ლარის კომპონენტი მშენებლობის თვითღირებულებაში, მაგალითად, ბეტონი თუ 1 წლის წინ 150 ლარი ღირდა ახლა 200 ლარი ღირს. ასევე ხელფასებიც გაიზარდა, რაც თავის მხრივ უძრავი ქონების თვითღირებულებას აძვირებს.

უძრავი ქონების ფასის ზრდაზე ასევე გავლენა აქვს მიწის ღირებულების ზრდას. "3 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით მიწის ფასი, თბილისში და შემოგარენში, საშუალოდ 100%-ით არის გაზრდილი,რაც ბუნებრივია, უძრავი ქონების თვითღირებულებაზე აისახება“, - განაცხადა ილია წულაიამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები