მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკის სუბსიდირებამ, არამგონია ჭარბვალიანობა გამოიწვიოს - "არქის" დირექტორი

5ecf878117667
ინგა მურუსიძე
28.05.20 13:50
2096
"არ მგონია, შეღავათებმა ჭარბვალიანობა გამოიჩინოს, ალბათ უფრო გონივრულვალიანობის ფარგლებში დავრჩებით, - ასე უპასუხა კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა BMG-ს მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

კერძოდ, სამშენებლო სექტორისთვის დაწესებული შეღავათები ეწინააღმდეგება თუ არა მთავრობის და ეროვნული ბანკის გაცხადებულ მიზანს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდში ხშირად გვქონდა ბიზნესს განცხადებები, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეასუსტოს ის რეგულაციები, რაც მას დღეს აქვს. არ მგონია, რომ ამან ჭარბვალიანობა გამოიწვიოს, ალბათ უფრო გონივრულვალიანობის ფარგლებში დავრჩებით. გარანტია, რომელსაც სახელმწიფო გასცემს და პროცენტის მხრივ დახმარება, რომელსაც სახელმწიფო იძლევა, ხელს შეუწყობს მეტი იპოთეკური სესხის გაცემას“, - განაცხადა ხეცურიანმა.

ამასთან, ხეცურიანი დეველოპერული სექტორის ანტირიზისულ გეგმას აფასებს და ამბობს, რომ მთავრობის მხარდაჭერის შედეგად ბიზნესი დამატებით ინვესტიციებზე იფიქრებს. 

„მნიშვნელოვანი ინიციატივაა მთავრობის მხრიდან. ეს არ არის მხოლოდ სამშენებლო სექტორის დახმარება. ეს არის საბანკო სექტორის დახმარება და იმ ადამიანებსი დახმარება, ვინც ბინის შეძენას გაგმავს, რაც მთავარის, ამ დახმარებით ათასობით ადამიანი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. ამის შედეგად სამშენებლო სექტორი დამატებით ინვესტციეიბზე იფიქრებს იმისთვის, რომ კიდევ ასეულობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნას. ეს არის ეკონომიკის, კომპანიების, ბიზნესის და ხალხის დახმარება“, - განაცხადა ხეცურიანმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები