მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება - რა გავლენა ექნება რეგულაციის შერბილებას?

ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკური სესხების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ, ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხზე პირველადი შენატანი აქამდე არსებული 15%-დან 10%-მდე მცირდება, ხოლო იმ პირებისთვის, რომლებიც შემოსავლებს უცხოეთში იღებენ იპოთეკური კრედიტის აღებისას პირველადი შენატანის მოცულობა 30%-დან 20%-მდე მარტივდება. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება იპოთეკურ დაკრედიტებას წაახალისებს. თავად უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, კი რეგულაციის მსგავს შემსუბუქებას ბაზარზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები