მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მიზანი ბანკებისთვის დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა - ეკატერინე მიქაბაძე

ეროვნული ბანკი
04.10.24 18:08
992
სტატიაში საუბარია:

იპოთეკით დაცული ობლიგაციების დანერგვის მთავარი მიზანი დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვიმედოვნებთ, რომ პროდუქტი გააუმჯობესებს ლარით გრძელვადიან დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, გაზრდის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ეფექტიანობას და რისკების მართვის ინსტრუმენტი იქნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინტეგრაცია ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ამოცანაა და იპოთეკით დაცული ობლიგაციები ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

როგორც ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნა, ახალ ჩარჩოს აქვს ძლიერი გარანტიები, შეესაბამება ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებულ წესებს, რაც Moody's-ის შესაბამის ანგარიშშიც დადასტურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კანონი დიდწილად ევროკავშირის დაცული ობლიგაციების დირექტივას ეყრდნობა.

„ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონისძიებას მივმართავთ, რათა იპოთეკით დაცული ობლიგაციების მიმართულება, რაც შეიძლება მცირე ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი ბაზრისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და სებ-ის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასება იყო.

ღონისძიებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და სხვა დაინტერესებული პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები